ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ძვირფასო სტუმრებო,

ნება მიბოძეთ გულითადად მოგესალმოთ ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ვიმედოვნებ, რომ ის დაგეხმარებათ საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ საკითხებზე ინფორმაციის მოპოვებაში. აქვე, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების თაობაზე.

საქართველო თავისი სახელმწიფოებრიობის ისტორიის მანძილზე, რაც მრავალ საუკუნეს ითვლის, ყოველთვის ითვლებოდა თავისუფლების, სამშობლოს და ადამიანებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის კერად.

დღეს ჩვენი ქვეყანა ღიად აცხადებს საკუთარი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თაობაზე. გასული წლების განმავლობაში ხელშესახები პროგრესი იქნა მიღწეული ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების კუთხით. საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ლატვიის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა, ასევე ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გამოცდილების გაზიარება.  

მიუხედავად მთელი რიგი სირთულეებისა, საქართველო აქტიურად და საკმაოდ წარმატებულად ახორციელებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, ქმნის ხელსაყრელ საინვესტიციო და ტურისტულ გარემოს, რათა მაქსიმალურად იყოს მიმზიდველი პარტნიორებისათვის. არსებული დიდი პოტენციალი ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში თავისუფალ ინდუსტრიულ, ეკონომიკურ და ტურისტულ ზონებთან ერთად საქართველოს სასურველ ადგილად აქცევს უცხოელი ინვესტორებისათვის.    

ისტორიულად საქართველოც და ლატვიაც მუდამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ჩვენმა ქვეყნებმა არაერთ განსაცდელს გაუძლეს.

მოგეხსენებათ, რომ ქართველი და ლატვიელი ხალხის კულტურულ ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. საკმარისია აღინიშნოს, რომ ლატვიურ ენაზე ნათარგმნია ქართველ კლასიკოსთა და თანამედროვე მწერალთა ნაწარმოებები. ლატვიას უძღვნეს ლექსები ქართველმა პოეტებმა იოსებ ნონეშვილმა და თამაზ ჭილაძემ.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ქ. რიგის შუაგულში ქართველ და ლატვიელ ხალხთა შორის მეგობრობის ნიშნად გაიხსნა ცნობილი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ბარელიეფი, რომელზეც ამოტვიფრულია შემდეგი სიტყვები: „ვინც მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია“.

საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა როგორც ორმხრივი, ისე რეგიონალური, საერთაშორისო და გლობალური პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით უფრო მეტად განმტკიცდება და გაფართოვდება.   

იმედი მაქვს, საელჩოს ვებ-გვერდი დაგეხმარებათ საქართველოს შესახებ გაჩენილ კითხვებზე პასუხის მოძიებაში, ხოლო თუ რომელიმე კითხვა უპასუხოდ დაგრჩათ, საელჩო ყოველთვის მზად არის აღმოგიჩინოთ დახმარება ინფორმაციის მიღებაში. ასევე, ეწვიეთ საელჩოს facebook-ის ოფიციალურ გვერდს შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/pages/Embassy-of-Georgia-in-Riga-Latvia/140183759424673?ref=hl. 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ლატვიას და ლატვიელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და აყვავება.

 

თეიმურაზ ჯანჯალია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ