საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული პროდუქცია ლატვიაში საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2018

2018 წლის 5 სექტემბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიხსნა ბალტიისპირეთში ყველაზე მასშტაბური საკვები მრეწველობის პროდუქციის ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „Riga Food 2018”, რომელიც 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოფენა გახსნა ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და მრეწველობის მინისტრმა იანის დუკლავსმა. წელს, გამოფენაში მონაწილეობს მსოფლიოს 35 ქვეყნის 720 კომპანია. აღნიშნულ გამოფენაზე, საქართველოს სოფლის მეურეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, წარმოდგენილია 18 ქართული კომპანიის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი: ნატურალური წვენების კომპანია - კულა, რირავო; ღვინის მწარმოებელი კომპანიები - Twin Wine House, Wine Man, ასადელი, თამარი, ტოლიბაში, თელედა, EU-GS Standard GmbH, შატო მუხრანი, Elkor Food&Wine LTD, ქინძმარაულის ღვინის მარანი; თხილის მწარმოებელი კომპანია - Geo-US World Export; ლუდის მწარმოებელი კომპანია -Georgian Beer Company JSC; ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები - მადლიანი და ნუგბარი. ქართული სტენდი გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითია. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის ხელმძღვანელობით. ლატვიაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ინგა ფალიანმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სოლომონ პავლიაშვილმა ქართულ სტენდზე უმასპინძლეს ლატვიის სოფლის მეურნეობის და მრეწველობის მინისტრს იანის დუკლავსს. ლატვიელმა სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო, ჭაჭა და ტკბილეული და წარმატება უსურვეს ქართულ კომპანიებს ლატვიის ბაზარზე.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal