საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რიგის კონფერენცია 2018

28-29 სექტემბერს რიგაში გაიმართა ყოველწლიური მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი „რიგის კონფერენცია 2018“. კონფერენცია გახსნა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი, ლიტვის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი, ლატვიის ფინანსთა მინისტრი დანა რეზნიეცე-ოზოლა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიცუნარ ოკამოტო, ლატვიის ექს-პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრაიბერგა, ტუნისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეჰდი იომაა, პოლონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანტონი მაცირევიჩი და საერთაშორისო საზოგადოებრიობის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები. წელს, რიგის კონფერენციაზე დასასწრებად, ლატვიას სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვია მაღალი დონის დელეგატები, მათ შორის იყვნენ ოფიციალური დელეგაციები აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. მთლიანობაში კონფერენციაში 700-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია გადაიცემოდა live stream-ის რეჟიმით. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომი იყო სოციალური ქსელების (ტვიტერი, ფეისბუკი) საშუალებით. “ჩეტჰემ ჰაუსის ფორმატში გამართულ სესიაში „აღმოსავლეთ სამეზობლო: შემდეგი სანიტარული კორდონი?“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ. მან ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების, ქვეყნის მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებზე. აღსანიშნავია, რომ „რიგის კონფერენცია 2018“-ის პარტნიორი ტრადიციულად წელსაც იყო ლატვიაში საქართველოს საელჩო. ასევე, წელს უკვე მეოთხედ კონფერენციას სპონსორობდა „საქართველოს ღვინოები“ და „ასკანელი ძმები“, რომელთა ღვინოები და ბრენდი ექსკლუზიურად იყო წარმოდგენილი რიგის კონფერენციის ფარგლებში გამართულ სადილებსა და მიღებებზე. 


Occupied Territories of Georgia

eVISA portal