საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ რწმუნებათა სიგელის ასლები ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩს გადასცა

საქართველოს ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ, 23 ოქტომბერს რწმუნებათა სიგელის ასლები გადასცა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩს. მინისტრმა მიულოცა ელჩს ახალი თანამდებობა და კმაყოფილება გამოხატა ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური პოლიტიკური დიალოგისა და მჭიდრო თანამშრომლობის კუთხით. მინისტრის განცხადებით, ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ძლიერი მხარდაჭერისთვის, მათ შორის უპირველეს ყოვლისა საქართველოსათვის პრიორიტეტულ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ელჩმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ისევე როგორც მთავრობის, ასევე ქართული საზოგადოებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების და კიდევ უფრო გაზრდის მნიშვნელობას. 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal