საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამედროვე ქართული მხატვრობის გამოფენა რიგაში

23 ოქტომბერს რიგაში ქალაქის მერიის კულტურული ინსტიტუტების ასოციაციის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით გაიხსნა ქართული თანამედროვე მხატვრობის ორი გამოფენა „ლატვიის მეგობრები. საქართველო, თბილისი“ და „ფერთა ალქიმია“. ღონისძიება გახსნა ასოციაციის დირექტორის მოადგილემ წმინდა პეტრეს ეკლესიის განვითარების საკითხებში უნა იანსონემ. ღონისძიების აქტუალობაზე და ლატვიურ-ქართულ კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრა ლატვიაში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ინგა ფალიანმა. სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით ალექსიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო წარმოდგენილი ნამუშევრები და გამოფენის კონცეფცია. გამოფენა მოიცავს 85 ნამუშევარს, რომელთა ერთი ნაწილი წარმოდგენილია თავად წმინდა პეტრეს ტაძარში, ხოლო მეორე - Riga Art Space გალერეაში. გამოფენა ორ თვეს გასტანს. 



 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal