საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოში შედგა შეხვედრა რიგის რეგიონის წარმომადგენლებთან

5 ნოემბერს საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა რიგის დაგეგმარების რეგიონის განვითარების საბჭოს თავმჯდომარესთან, ქალბატონ დაიგა მიერინასთან; ლატვიის დამსაქმებელთა კონფედერაციის გამგეობის წევრთან, საქართველო-ლატვიის ბიზნეს საბჭოს თანათავმჯდომარესთან ლატვიის მხრიდან, ბატონ იმატს კანაშკასთან და რიგის დაგეგმარების რეგიონის განვითარების საბჭოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ბატონ ედგარს რანტინშთან. 

შეხვედრაზე განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოსა და ლატვიის რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარება, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა, კერძოდ საუბარი შეეხო 2018 წლის 12-16 ოქტომბერს, საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ლატვიის ადგილობრივი ხელისუფლებების და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც მათ მონაწილეობა მიიღეს რეგიონების ეკონომიკურ ფორუმში. 

აღინიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ქართული და ლატვიური მხარეების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი იძლევა კარგ საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის და ამ პროცესის ფორმალიზებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, მხარეებმა იმსჯელეს შესაძლო კონკრეტულ ნაბიჯებზე აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში. 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal