საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

2019 წლის 1 მაისიდან - 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებებში, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, 2019 წლის 8 აპრილის N143 ბრძანების საფუძველზე, ერთჯერადად თავისუფლდებიან საფასურის გადახდისაგან (პასპორტი გაიცემა უფასოდ).

ასევე, 2019 წლის 1 მაისიდან - 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით, ონლაინ რეჟიმში განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეეები ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული საფასურის გადახდისგან და ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა უფასოდ (ონლაინ რეჟიმში განაცხადის წარდგენა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს ვისაც წარსულში გაკეთებული აქვს ბიომეტრიული პასპორტი ან ელექტრონული პირადობის მოწმობა). დამატებითი ინფორმაციის მიღება და ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე: https://sda.gov.ge/?page_id=5319

აქცია არ ეხება 1 წლის ვადით გასაცემ პასპორტებს