საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები


კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე
!

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში და ხელი შევუწყო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, კულტურის, მეცნიერების, განათლების, ტურიზმის და სხვა სფეროებში. საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ორმხრივი სამართლებრივი ბაზა, რომელიც 20-ზე მეტ საერთაშორისო ხელშეკრულებას მოიცავს, აღნიშნული თანამშრომლობის შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავების კარგ საფუძველს ქმნის.

მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების გარდა, საქართველო და ლატვია აქტიურად თანამშრომლობენ მრავალმხრივ ფორმატებში. ლატვია საქართველოს მეგობარს და საიმედო პარტნიორს წარმოადგენს, რომელთანაც დემოკრატიისა და თავისუფლების  ევროპული ღირებულებები გვაერთიანებს.

ლატვია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიესალმება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს. საქართველოსთვის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ლატვიის, როგორ ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ღირებულია.

მე და საელჩოს თითოეული თანამშრომელი ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ სათანადოდ წარმოვადგინოთ საქართველო ლატვიაში, მხარში დავუდგეთ ქართულ დიასპორას, დავიცვათ  საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

თეა მაისურაძე

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

Occupied Territories of Georgia

eVISA portal