საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თეიმურაზ ჯანჯალია

თეიმურაზ ჯანჯალია დაიბადა 1974 წლის 23 მაისს ქ. თბილისში.

1991 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 1-ელი ექსპერიმენტული საშუალო სკოლა;

1991-1996 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტი;

1995-1996 წლებში სწავლობდა გერმანიის ერლანგერ-ნიურნბერგის უნივერსიტეტში, ეკონომიკური მართვის განხრით;

2002 წელს გაირა ჟენევის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კურსი საერთაშორისო ვაჭრობის და საფინანსო და სავაჭრო მოლაპარაკებების თემაზე;

2004 წელს - გერმანული კვლევითი ცენტრის - InWent - სემინარი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე;

2011 წლის ივნისი - სოფიის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი - ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მზადების საკითხებზე;

2011 წლის ნოემბერი - ევროპის კოლეჯი, ქ. ბრიუგე, ბელგია - ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა;

1998-2000 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, სტაჟიორი;

2000-2002 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ატაშე;

2002-2004 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის პირველი მდივანი;

2004-2007 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის, რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი;

2007-2008 - ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული;

2008 2011 - ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი;

2011-2012 - საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

2012-2103 წლის მარტი - საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;

2013 წლის მარტიდან დღემდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში.

ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.