საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1993 წლის 11 მარტს.

1999 წლიდან, საქართველოს მოქალაქეების უფლებებს საქართველოს გენერალური კონსული ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში ბატონი ზურაბ მარშანია იცავდა.

2003 წლის სექტემბერში გაიხსნა საქართველოს საელჩო ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში. საქართველოს ელჩად ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში დაინიშნა ბატონი დავით აფციაური (რეზიდენციით ქალაქ ვილნიუსში).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 13 ოქტომბრის № 606 ბრძანებულების თანახმად, შეიქმნა საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში. 2007 წლის 19 მარტიდან 2008 წლის 6 თებერვლამდე ბატონი თეიმურაზ ჯანჯალია ასრულებდა საქართველოს დროებითი რწმუნებულის ფუნქციებს.

2008 წლის 26 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში ბატონმა კონსტანტინე კორკელიამ რწმუნებათა სიგელი გადასცა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ვალდის ზატლერს.

ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გაიხსნა 2006 წლის 31 მაისს.