საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ინესე ლიბინია-ეგნერესთან

10 სექტემბერს გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თეა მაისურაძის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერის მოადგილესთან, ინესე ლიბინა-ეგნერესთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის ევროპის საბჭოში, ქვეყნებმა დაიცვან ის პრინციპები და ღირებულებები, რის გარშემოც გაერთიანდნენ.

სპიკერის მოადგილის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ლატვიის მხარდაჭერა საქართველოსადმი, უპირველეს ყოვლისა მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას.