საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

იურმალას საკურორტო სეზონის გახსნის ღონისძიება.

25 მაისს საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. იურმალას საკურორტო სეზონის გახსნის ღონისძიებაში.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, მინერალური წყალი და სამზარეულო. 
სტუმრებს ასევე მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოსა და საქართველოში ტურისტული შესაძლებლობების შესახებ. 
გათამაშების ფარგლებში, სტუმრები, რომლებმაც სწორად უპასუხეს საქართველოს შესახებ კითხვებს, კომპანია "ბორჯომი"-სგან დასაჩუქრდნენ. 

ღონისძიების ფარგლებში ქართული სიმღერები შესრულდა ანსამბლ "ქართული კვარტეტის" მიერ.