საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ - ადრეული რენესანსის შედევრი ხელნაწერებსა და ილუსტრაციებში

25 სექტემბერს, ენების ევროპული დღეების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების და ილუსტრაციების გამოფენა.

საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკის განსაკუთრებული კოლექციების დეპარტამენტის დირექტორმა, დრაგნეა ბალტინამ.

საელჩოს უფროსმა მრჩეველმა, ინგა ფალიანი-დიტრიხმა ისაუბრა ქართული ენის უნიკალობაზე, რუსთაველის რელიგიურ-ფილოსოფიური მსოფლმხედველობასა და ესთეტიკაზე.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ვეფხისტყაონის ამონარიდების კითხვა ქართულ და ლატვიურ ენებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რიგაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

გამოფენა ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთ თვეს გაგრძელდება.