საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა რიგის ახლად არჩეულ მერთან, ოლეგს ბუროვსთან

15 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თეა მაისურაძის შეხვედრა რიგის ახლად არჩეულ მერთან, ოლეგს ბუროვსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, განხილული იქნა კონკრეტული ინიციატივები, მათ შორის ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. ხაზი გაესვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას სამომავლო ერთობლივ პროექტებში და თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რიგაში თბილისის სკვერის პროექტის დასრულების საკითხს.

რიგის მერის მხრიდან დაფიქსირდა სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი და ხაზი გაესვა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობას.