საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 12 მაისამდე გაგრძელდება.

ასევე, ლატვიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეწურებათ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ქვეყანაში ყოფნა არ ჩაეთვლებათ არალეგალურად.
საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში, ასეთ პირებს ექნებათ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა. ასევე, მათ შეუძლიათ მიმართონ ლატვიის შესაბამის ორგანოებს ბინადრობის უფლების ან ვიზის მოქმედების ვადის გასახანგრძლივებლად.