საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრთან

მ.წ. 4 აგვისტოს გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თეა მაისურაძის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრთან, ტალის ლინკაიტსთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ლატვიასა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი და ხაზი გაუსვეს ამ მხრივ არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ლატვიის ნაციონალური ავიაკომანია „ეარბალტიკი“ 5 აგვისტოდან განაახლებს რეგულარულ ავიარეისებს თბილისის მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში და ლატვიაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ორივე ქვეყნის წარმატებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას.