ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ურთიერთობები საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის  დამყარდა 1993 წლის 11 მარტს.

1999 წლიდან, საქართველოს მოქალაქეების უფლებებს  საქართველოს გენერალური კონსული ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში ბატონი ზურაბ მარშანია იცავდა.

2003 წლის სექტემბერში გაიხსნა საქართველოს საელჩო ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში. საქართველოს ელჩად ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში დაინიშნა ბატონი დავით აფციაური (რეზიდენციით ქალაქ ვილნიუსში).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 13 ოქტომბრის № 606 ბრძანებულების თანახმად, შეიქმნა საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში. 2007 წლის 19 მარტიდან 2008 წლის 6 თებერვლამდე ბატონი თეიმურაზ ჯანჯალია ასრულებდა საქართველოს დროებითი რწმუნებულის ფუნქციებს.

2008 წლის 26 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში ბატონმა კონსტანტინე კორკელიამ რწმუნებათა სიგელი გადასცა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ვალდის ზატლერს.

ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გაიხსნა 2006 წლის 31 მაისს.

პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა

2006 წლის 16 ნოემბერს, ლატვიის რესპუბლიკის მეცხრე საეიმა-ში ჩამოყალიბდა საქართველოსთან თანამშრომლობის საპარლამენტო ჯგუფი. ჟგუფი შედგება 32 პარლამენტარისაგან და მას ბატონი ძინტარს ზაკისი ხელმძღვანელობს.

საქართველოს პარლამენტშიც ასევე დაარსებულია ლატვიის პარლამენტთან თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფი.

სავაჭრო ბალანსი  (ათასი აშშ დოლარი):

 

2002

2003

2004

2005

2006

2007

2008

  2009

eqsporti

423,2

818,4

1.209,9

1.745,8

3.687,0

4.502

5.407

 3.431,9

importi

922,8

4.039.0

2.906,1

6.195,1

6.368,8

8.341

10.909

 16.760,4

 
მნიშვნელოვანი ვიზიტები

საქართველოს მხრიდან:

1994 წლის მარტი – საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტი ლატვიაში;
1997 წლის 19 ივნისი – საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ლატვიაში;
2002 წლის მაისი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბატონი დავით თევზაძის ვიზიტი ლატვიაში;
2002 წლის ივნისი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი ირაკლი მენაღარიშვილის ვიზიტი ლატვიაში;
2002 წლის დეკემბერი – საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ლატვიაში;
2002 წლის დეკემბერი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბატონი თედო ჯაფარიძის ვიზიტი ლატვიაში;
2004 წლის ოქტომბერი – საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ლატვიაში;
2005 წლის 12-14 მაისი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ლატვიაში;
2005 წლის ივლისი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბატონი გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი ლატვიაში;
2006 წლის 19-22 ივნისი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერის ბატონი გიორგი ბარამიძის ვიზიტი ლატვიაში;
2006 წლის 27-29 ნოემბერი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ლატვიაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქ. რიგაში გამართულ ნატო-ს სამიტში;
2007 წლის 9-11 თებერვალი – საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის ბატონი ლევან ვარშალომიძის ვიზიტი ლატვიაში;
2007 წლის 17-19 მაისი  -  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ლატვიაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „ბალტიის ზღვის ასამბლეის” ფარგლებში ორგანიზებულ კონფერენციაში;
2007 წლის 22-26 ივნისი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერის ბატონი გიორგი ბარამიძის ვიზიტი ლატვიაში;
2007 წლის 5-8 ივლისი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ბატონი ბათუ ქუთელიას ვიზიტი ლატვიაში;
2007 წლის 30 ივლისი – 5 აგვისტო – სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქალბატონი ზინაიდა ბესტაევას ვიზიტი ლატვიაში;
2007 წლის 14-15 ოქტომბერი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილის ბატონი გიორგი მანჯგალაძის ვიზიტი ლატვიაში;
2007 წლის 14-16 დეკემბერი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბატონი გიორგი მუჩაიძის ვიზიტი ლატვიაში;

2008 წლის 9 მაისი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში ბატონი თეიმურაზ იაკობაშვილი ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში;
2008 წლის 9-11 ივნისი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის რეინტეგრაციის საკითხებში ბატონი დიმიტრი მანჯავიძის ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში;
2008 წლის 11 ივლისი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი ეკა ტყეშელაშვილის ოფიციალური ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში;
 
2008 წლის 31 ოქტომბერი – 1 ნოემბერი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში;
 
2008 წლის 19-21 ნოემბერი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი დავით ბაქრაძის ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში;

2009 წლის 2-3 ivlisiსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში;

2009 წლის 15–16 სექტემბერისაქართველოს პრემიერ–მინისტრის ბატონი ნიკა გილაურის ოფიციალური ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში;

2010 წლის 27–29 ივლისი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონი ზაზა გოგავას ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში.

ლატვიის მხრიდან:

2000 წლის ივლისი – ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი ინდულის ბერზინშის ვიზიტი საქართველოში;
2001 წლის 26 ოქტომბერი – ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინიტრის ბატონი მარეკს სეგლინშის ვიზიტი საქართველოში;
2003 წლის 22-24 სექტემბერი – ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ქალბატონი ინგრიდა უდრეს ვიზიტი საქართველოში;
2004 წლის 16-18 იანვარი – ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი სანდრა კალნიეტეს ვიზიტი საქართველოში;
2005 წლის 25-30 მაისი – ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრის  ბატონი აიგარს კალვიტის ვიზიტი საქართველოში;
2005 წლის 26 მაისი  – ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ქალბატონი ვაირა ვიკე-ფრაიბერგას ვიზიტი საქართველოში;
2006 წლის თებერვალი – ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ქალბატონი ინგრიდა უდრეს ვიზიტი საქართველოში;
2006 წლის 11-12 ოქტომბერი – ლატვიის რესპუბლიკის ელექტრონული მართვის საკითხებზე მინისტრის ქალბატონი ინა გუდელეს ვიზიტი საქართველოში;
2007 წლის 9-12 მარტი – ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ბატონი ედგარს რინკევიჩის ვიზიტი საქართველოში;
2007 წლის 18-19 აპრილი – ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი არტის პაბრიკსის ვიზიტი საქართველოში;
2008 წლის 19-20 იანვარი – ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ვალდის ზატლერსის ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე;
2008 წლის 5-7 თებერვალი – ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბატონი ედგარს სკუიას ვიზიტი საქართველოში;
2008 წლის 29 სექტემბერი – 1 ოქტომბერი -  ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი გუნდარს დაუდზეს ვიზიტი საქართველოში;

2008 წლის 28 ნოემბერი -  ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბატონი პეტერის უსტუბსის სამუშაო ვიზიტი საქართველოში.

2009 წლის 10–11 სექტემბერი – ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი მარის რიეკსტინშის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში;

2009 წლის 7–9 დეკემბერი – ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ვალდის ზატლერსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში;

2010 წლის 3–6 მარტი – ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერის ბატონი გუნდარს დაუდზეს ვიზიტი საქართველოში;

2010 წლის 15–17 ივნისი – ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ბატონი იანის საარტსის ვიზიტი  საქართველოში. 

სამართლებრივი ბაზა:

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ;
1. სფერო – საერთაშორისო გადაზიდვები
2. ხელმოწერის თარიღი – 2000 წლის 5 ივლისი
3. სტატუსი – ძალაშია 2005 წლის 28 ოქტომბრიდან
4. ხელი მოაწერეს – საქართველოს მხრიდან: ბატონმა ირაკლი მენაღარიშვილმა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლატვიის მხრიდან: ბატონმა ინდულის ბერზინშმა  - ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.

• შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ;
1. სფერო – საბაჟო საკითხები
2. ხელმოწერის თარიღი – 2000 წლის 5 ივლისი
3. სტატუსი – ძალაშია 2005 წლის 22 ოქტომბრიდან
4. ხელი მოაწერეს – საქართველოს მხრიდან: ბატონმა ირაკლი მენაღარიშვილმა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლატვიის მხრიდან: ბატონმა ინდულის ბერზინშმა  - ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.

• შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
1. სფერო – კავშირგაბმულობა
2. ხელმოწერის თარიღი – 2000 წლის 5 ივლისი
3. სტატუსი – ძალაშია 2005 წლის 5 ივლისიდან
4. ხელი მოაწერეს – საქართველოს მხრიდან: ბატონმა ირაკლი მენაღარიშვილმა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლატვიის მხრიდან: ბატონმა ინდულის ბერზინშმა  - ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.

• შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტერორიზმთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასა და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ;
1. სფერო – დანაშაულთან ბრძოლა
2. ხელმოწერის თარიღი – 2001 წლის 6 ოქტომბერი
3. სტატუსი – ძალაშია 2004 წლის 9 აპრილიდან
4. ხელი მოაწერეს – საქართველოს მხრიდან: ბატონმა კახა თარგამაძემ – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ლატვიის მხრიდან: ბატონმა მარეკს სეგლინშმა  - ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.

• შეთანხმება საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების  გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ;
1. სფერო – გადასახადები
2. ხელმოწერის თარიღი – 2004 წლის 13 ოქტომბერი
3. სტატუსი – ძალაშია 2005 წლის 4 აპრილიდან
4. ხელი მოაწერეს – საქართველოს მხრიდან: ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლატვიის მხრიდან: ბატონმა არტის პაბრიკსმა  - ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.

• შეთანხმება საქართველოს მთავრობას და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივი დაცვის შესახებ;
1. სფერო – საიდუმლო ინფორმაციის დაცვა
2. ხელმოწერის თარიღი – 2005 წლის 6 ივლისი
3. სტატუსი – ძალაშია 2006 წლის 16 იანვრიდან
4. ხელი მოაწერეს – საქართველოს მხრიდან: ბატონმა ვასილ სიხარულიძEმ – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლატვიის მხრიდან: ბატონმა ედგარს რინკევიჩმა  - ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა.

• შეთახმება საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების  ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ.
1. სფერო – ინესტიციები
2. ხელმოწერის თარიღი – 2005 წლის 5 ოქტომბერი
3. სტატუსი – ძალაშია 2006 წლის 6 მარტიდან
4. ხელი მოაწერეს – საქართველოს მხრიდან: ბატონმა ირაკლი ჩოგოვაძემ – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლატვიის მხრიდან: ბატონმა არტურს კრიშიანის კარინშმა  - ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა.

• შეთახმება საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკის, მრეჭველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ;
1. სფერო – თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები
2. ხელმოწერის თარიღი – 2005 წლის 5 ოქტომბერი
3. სტატუსი – ძალაშია 2005 წლის 24 ნოემბრიდან
4. ხელი მოაწერეს – საქართველოს მხრიდან: ბატონმა ირაკლი ჩოგოვაძემ – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლატვიის მხრიდან: ბატონმა არტურს კრიშიანის კარინშმა  - ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა.

• შეთახმება საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
1. სფერო – საჰაერო მიმოსვლა
2. ხელმოწერის თარიღი – 2005 წლის 5 ოქტომბერი
3. სტატუსი – არ არის ძალაში
4. ხელი მოაწერეს – საქართველოს მხრიდან: ბატონმა ირაკლი ჩოგოვაძემ – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლატვიის მხრიდან: ბატონმა აინარს შლესერსმა  - ლატვიის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრi.

• შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ