ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ლატვიის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრეის პილდეგოვიჩსი. 

განთავსების თარიღი: 24.02.2017
 

14 თებერვალს, ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა საეიმა-ს (პარლამენტი) საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ოიარს ერიკს კალნინშთან. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პერსპქტივებზე ისაუბრეს. ოიარს ერიკ კალნინშმა მიულოცა ქართულ მხარეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით მიღწეული წარმატება, ევროპარლამენტის მხარდაჭერა და აღნიშნა ასოცირების შეთანხმების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი.

განთავსების თარიღი: 16.02.2017
 

„ლატვია უყურებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული უსაფრთხოების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანს“-განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაიმონდს ბერგმანისმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან შეხვედრაზე.

განთავსების თარიღი: 16.02.2017
 

13 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას შეხვდა.

განთავსების თარიღი: 16.02.2017
 

„სტრატეგიული კომუნიკაციები დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, როგორც ჩვენს ნატოელ, ისე ევროკავშირელ პარტნიორებთან და ჩვენ ერთად უნდა დავგეგმოთ როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ამგვარი სტრატეგიული კომუნიკაცია, ასევე, ჩვენს პარტნიორებთან, რათა ქვეყნის გარეთაც, უკვე დაგეგმილ ღონისძიებებზე, განსკუთრებით უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სფეროში, რაც შეიძლება მეტი ურთიერთკოორდინირებული მუშაობა გავაგრძელოთ.“-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ 13 თებერვალს, ქ. რიგაში ნატო-ს სტრატეგიული კომუკაციების ცენტრის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ. 

განთავსების თარიღი: 16.02.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე 2017 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით. 

განთავსების თარიღი: 08.02.2017
 

2017 წლის 3-5 თებერვალს ქ. რიგაში გაიმართა ბალტიისპირეთში ყველაზე დიდი ყოველწლიური 24-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „Balttour 2017“. 

განთავსების თარიღი: 06.02.2017
 

მიმდინარე წლის 18 იანვარს საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ რიგაში მოქმედ დიპლომატიურ ეკონომიკურ კლუბთან თანამშრომლობით, გაიმართა პრეზენტაცია სახელწოდებით „Doing Business with Georgia“, რომელიც საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესის კეთების შესაძლებლობებს წარმოადგენს.

განთავსების თარიღი: 18.01.2017
 

გაიმართა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) სხდომა, რომლის ფარგლებშიც კენჭი ეყარა და ხმათა დიდი უმრავლესობით დამტკიცდა 539/2001 რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

განთავსების თარიღი: 12.01.2017
 

საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია. მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა.

განთავსების თარიღი: 12.01.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ