ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დაგემილ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ:

 

• გვსურს კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ქ. რიგის საარჩევნო უბანზე მისასვლელად და ხმის მისაცემად საჭიროა, რომ საქართველოს მოქალაქე დამდგარი იყოს საკონსულო აღრიცხვაზე. საკონსულო აღრიცხვისთვის გთხოვთ, მობრძანდეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში (მისამართი: რიგა, რაინია ბულვარი N3, საკონტაქტო ტელეფონი +371 27067696) მ.წ. 17 სექტემბრის 16:00 მდე და თან იქონიოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ 17 სექტემბერი არის შაბათი დღე, საკონსულო სამსახური მუშაობს 10:00 დან-16:00 საათამდე).

• ვინაიდან მოქალაქეების სია უნდა მიეწოდოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 17 სექტემბერს, გაცნობებთ, რომ 17 სექტემბრის შემდეგ საკონსულო აღრიცხვაზე მოსული საქართველოს მოქალაქე, არსებული რეგულაციების შესაბამისად, ვეღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

საფუძველი - საქართველოს საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1557168

 

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ