ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რიგაში გაიმართა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Balttour 2017

2017 წლის 3-5 თებერვალს ქ. რიგაში გაიმართა ბალტიისპირეთში ყველაზე დიდი ყოველწლიური 24-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „Balttour 2017“. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ასევე ოთხმა ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ - “Mimino Travel”, „Georgia Travel RSP”, “Tkemali Tours” and “Travel World”. გამოფენას დაესწრნენ ლატვიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია მეუღლესთან ერთად და საელჩოს წარმომადგენლები. წელს გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 41 ქვეყნის 850-მა კომპანიამ. გამოფენის ორგანიზატორთა და ასევე მონაწილეთა განცხადებით საქართველოს სტენდი (სულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 500-მდე სტენდი) ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს 3 დღის განმავლობაში ქონდათ საშუალება კერძო კომპანიებისა და ფიზიკური პირებისათვის წარმოეჩინათ საქართველოს ტურისტული პოტენციალი, შეეთავაზებინათ მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ინტერვიუ მისცა ლატვიის წამყვან ტელეკომპანიას (LNT).

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ