ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა ლატვიის საგარეო საქმ. სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან

13 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას შეხვდა. შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის ქ. რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პესრპექტივებზე ისაუბრეს. ზანდა კალნინა-ლუკაშევიცამ აღნიშნა საქართველოს მიერ დაფიქსირებულ პროგრესი, აგრეთვე, დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ლატვიას საქართველოს ევროპული და ევრატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭრის, ხელშეწყობისა და პრაქტიკული დახმარებისათვის. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ