ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ვიქტორ დოლიძემ ლატვიაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

14 თებერვალს, ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა საეიმა-ს (პარლამენტი) საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ოიარს ერიკს კალნინშთან. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პერსპქტივებზე ისაუბრეს. ოიარს ერიკ კალნინშმა მიულოცა ქართულ მხარეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით მიღწეული წარმატება, ევროპარლამენტის მხარდაჭერა და აღნიშნა ასოცირების შეთანხმების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი. „საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე პოზიტიური ისტორია"-განაცხადა საეიმას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მზაობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის თაობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებაც მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლების გატაცების გახშირებულ ფაქტებზე. აგრეთვე, ოიარს ერიკ კალნინშმა შეშფოთება გამოთქვა ცხინვალის რეგიონისათვის სახელის გადარქმევის მიზნით ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია მუდმივად იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი.

აგრეთვე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო რიგის ევროპის სახლში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში. ღონისძიება ლატვიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. დისკუსიაში სხვადასხვა კვლევთი ცენტრებისა და რიგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ვიქტორ დოლიძემ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებსა და მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტების მნიშვნელობაზე, მზადებასა და მოლოდინებზე. დისკუსიის მონაწილეებმა რეგიონში უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, მათ შორის, გაძლიერებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნულ თემებზე დისკუსიის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ