ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლის წარმატება ლატვიურ სცენაზე

2017 წლის 24 თებერვალს, ქ. რიგაში, ლატვიის საზოგადოების ისტორიულ შენობაში გაიმართა ლატვიაში მცხოვრები, ახალგაზრდა ქართველი მომღერლის ცირა თოლორდავას სოლო კონცერტი. კონცერტის ორგანიზატორი გახლდათ ლატვიის თეოდორ რეიტერის სახელობის კლასიკური მუსიკის ფონდი. საორგანიზაციო, საინფორმაციო და ფინანსურ მხარდამჭერებს შორის გახლდათ ლატვიაში საქართველოს საელჩოც. ახალგაზრდა მომღერალს შესაძლებლობა მიეცა ემღერა ლატვიის კონსერვატორიის სიმფონიური ორკესტრის აკომპანიმენტით, მასთან ერთად სცენაზე გამოვიდნენ ლატვიის ახალგაზრდა შემსრულებლები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალების გამარჯვებულები არიან. თვითონ ცირა თოლორდავაც როგორც ლატვიაში, ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში ახალგაზრდა შემსრულებლების კონკურსების გამარჯვებული და ლაურეატია. კონცერტის დასასრულს ცირა თოლორდავამ ასევე შეასრულა თავისი დაწერილი სიმღერა. აღსანიშნავია, რომ საკონცერტო დარბაზში გამოფენილი იყო ცირა თოლორდავას მიერ შესრულებული ნახატები. კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაირა. მომღერალს პირველი სოლო კონცერტი მიულოცეს ლატვიაში კულტურის სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა და გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ შემადგენლობით ცირა თოლორდავა ეწვიოს ლატვიის სხვადასხვა ქალაქს და გამართოს სოლო კონცერტები. კონცერტს ესწრებოდა ლატვიაში საქართველოს ელჩი ოჯახთან ერთად და საელჩოს თანამშრომლები. ასევე დაესწრნენ ლატვიის კულტურის სფეროს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ლატვიაში ქართული დიასპორა და ქართველი სტუდენტები. კონცერტის შემდეგ გაიმართა მცირე მიღება.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ