ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ​გაიმართა

ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის და პირველი ლედის ივეტა ვეიონისის სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის მიერ საქართველოსა და ლატვიის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი.ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პირველის ლედის მაკას ჩიჩუა და ლატვიის პირველი ლედის ივეტა ვეიონისის მონაწილეობით გაიმართა. ცერემონიის შემდეგ საქართველოს პირველმა ლედიმ ივეტა ვეიონისს სასახლეში ჩაიზე უმასპინძლა.ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ ლატვიის რეპუბლიკის სახელმწიფო დელეგაცია: შინაგან საქმეთა მინისტრი რიჰარდს კოზლოვსკისი, ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანის ზლამეთსი, პარლამენტის წევრი ძინტარს ზაკისი, ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი არნის სალნაისი, ლატვიის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში მაია მანიკა, სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსი ნორმუნდს გარბარსი, ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ეგიტა კაზეკა, ლატვიის პრეზიდენის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში - ანდის იეკაბსონსი, ლატვიის პრეზიდენტის მრჩეველი მედია საითხებში იანის სიკსნისი, ორმხრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი დაინის გარანჩსი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების მეორე მდივანი გუნტის ლაფსა.ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია, პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ