ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

​საქართველომ და ლატვიამ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმეს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და ლატვიას შორის რამდენიმე შეთანხმებას, მემორანდუმსა და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკიმ ხელი მოაწერეს დოკუმენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ლატვიის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტოს შორის ხელი მოაწერეს საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ანა კვარაცხელიამ  და ლატვიის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა  ვალტერს ჯეკაბსონსმა.ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოსა და ლატვიის IT კლასტერს  შორის ხელი მოაწერეს საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა გიორგი შუბითიძემ და ლატვიის IT კლასტერის საბჭოს წევრმა გატის ოსსმა .ხელშეკრულებას ერთობლივი საქმიანობის თაობაზე საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა  და ლატვიის სატელეკომუნიკაციო ასოციაციას შორისხელი მოაწერეს საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარე გურამ ბერუაშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის სატელეკომუნიკაციო ასოციაციის პრეზიდენტმა პეტერის სმიდრემ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ