ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

გიორგი მარგველაშვილი - ქვეყანას ევროპული მიმართულებით ვავითარებთ იმ იმედით, რომ ამ სიკეთეებით ისარგებლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობაც

საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე განხილული საკითხებისა და საქართველო - ლატვიის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.„სიმბოლურია, რომ დღეს, როდესაც საქართველომ კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენთან ერთად არის იმ სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც არაერთი, არამედ მრავალი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.ჩვენთან ერთად არის პიროვნება, რომელიც ასევე წლების განმავლობაში გვერდში გვედგა ყველაზე რთულ საკითხებში.ბატონი პრეზიდენტი არის ჩვენი ქვეყნის მართლაც გამორჩეული მეგობარი და მე პირადად მინდა მას მადლობა გადავუხადო საქართველოს ასეთი მტკიცე მხარდაჭერისათვის.ბატონ პრეზიდენტთან ჩვენ ვისაუბრეთ იმ ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების შესახებ, რომლებსაც საქართველო და ლატვია ავითარებს ქართველი და ლატვიელი ხალხის საკეთილდღეოდ.ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეგიონულ თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას. საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ფორმატების გაღრმავება მრავალმხრივ არის შესაძლებელი და ასეც განხორციელდება.ეს არის თანამშრომლობის გაღრმავება სამხედრო, ეკონომიკური, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.აგრეთვე, მინდა აღვნიშნო, ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ინტერესი, როდესაც საკითხი შავი და ბალტიის ზღვის რეგიონის თანამშრომლობას ეხება.ამ მიმართულებით, მართლაც ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი და დარწმუნებული ვარ ჩვენ  ამ პროექტების განხორციელებამდე ეკონომიკური და რეგიონული დაკავშირების ერთიანი ხედვა მიგვიყვანს.ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის იმ გზაზე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია, რომლის განხორციელებაშიც ჩვენ ჩვენი მეგობრები გვეხმარებიან, ჩვენ ერთიანი და ძალიან ნათელი ხედვა გვაქვს.ამ ხედვის კონტექსტში, ბუნებრივია, სირთულეს წარმოადგენს ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს და მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, რომელიც ამ მიმართულებითაც ძალიან ნათელ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ.ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში, როგორც წარმოდგენილი შეთანხმებების სახით, ასევე ბიზნესთან დაკავშირების კუთხით და იმ ურთიერთობების გაღრმავების სახით, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს, ნათელ მესიჯს მივაწვდით, როგორც ჩვენი ქვეყნების საზოგადოებებს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ლატვიასა და საქართველოს შორის მეგობრობა არის გარანტი, როგორც რეგიონების, ასევე ჩვენი ქვეყნების პოზიტიური განვითარებისკენ. კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელშიც თქვენი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია, ხართ ჩვენთან ერთად.მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის, ბუნებრივია, ამ სიკეთით სარგებლობა არავითარ სატყუარას არ შეიცავს.ჩვენ ქვეყანას ვაძლიერებთ, ჩვენ ქვეყანას ვამტკიცებთ, ჩვენ ქვეყანას ევროპული მიმართულებით ვავითარებთ იმ იმედით, რომ ამ სიკეთეებით ისარგებლებს ყველა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.მე მჯერა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენ შორის საკითხების გადაწყვეტის ევროპულ გზებს შემოგვთავაზებს. რომ იმ სირთულეების გადაწყვეტა, რომლებიც არსებობს ჩვენსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს შორის უნდა მოხდეს პირველი, აუცილებლად მშვიდობიანად და მეორე, აუცილებლად იმ ფორმატში და იმ ტრადიციაში, როგორშიც ევროპული სახელმწიფოები წყვეტენ ამ პრობლემებს.აქედან გამომდინარე, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, იქნება ეს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, ყველა ეს ნაბიჯი უფრო გვაახლოებს ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და ამ პოლიტიკური კულტურის ფარგლებში სირთულეების გადაწყვეტის ფორმატებთან. მე მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ ყოველგვარი ემოციის და შესაძლოა, ტკივილის გადაბიჯების მეშვეობით მივალთ ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს ხედვამდე და ამას განვახორციელებთ აუცილებლად ერთად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება და უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა.„საქართველოს პრეზიდენტმა უკვე აღნიშნა, რომ ამ ვიზიტს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, რადგან დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შედის ძალაში.ეს არის იმის დასტური, რომ საქართველოში რეფორმის პროცესი იყო წარმატებული. დარწმუნებული ვარ, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დააახლოებს და იმედი მაქვს, რომ მას დადებითი გავლენა ექნება ლატვიისა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობასა და ჩვენი ხალხების ურთიერთობებზე...საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებამ კარი გახსნა უფრო ინტენსიური ბიზნესკონტაქტებისათვის. ლატვია მზად არის გაუზიაროს საქართველოს საკუთარი გამოცდილება რეფორმების სფეროში.ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გააკეთოს დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ყოველგვარი გარე ზეწოლის გარეშე. ჩვენ მივესალმებით საქართველოს არჩევანს და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას.საქართველო ნატო-ს და ევროკავშირის ერთერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება ურთიერთობების გასაღრმავებლად. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერებას და დღეს მთავარი პრიორიტეტი ასოცირების ხელშეკრულების სრულყოფილად გამოყენებაა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და მიუხედავად ალიანსის წინაშე არსებული სხვა გამოწვევებისა, საქართველო აქტიურად არის წარმოდგენილი ჩვენს დღის წესრიგში და ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას.ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ინტეგრაციის მიმართულებით საქართველო სამაგალითოა თავისი ერთგულებითა და შრომით სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის.მნიშვნელოვანია, ნატო-საქართველოს სუბსტენციური პაკეტის ფარგლებში პროგრესის გაგრძელება, რადგან ეს ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უკეთ უზრუნველყოფას, ასევე ურთიერთობების გაძლიერებას ნატო-ს წევრ ქვეყნებთან. ეს ყოველივე კი ხელს შეუწყობს საქართველოს მზაობას ნატო-ს საბოლოო წევრობისათვის.მინდა განვაცხადო, რომ ლატვია გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, ისევე როგორც სეპარატისტულ რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.ლატვია კვლავ განაგრძობს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხარდაჭერას, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მისია დამაბალანსებელ როლს ასრულებს რეგიონში. მინდა აღვნიშნო, რომ ლატვია ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაბოლოს, მინდა საქართველოს პრეზიდენტი მოვიწვიო ლატვიაში, მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს“, - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ