ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ლატვიის პრეზიდენტისა და პირველი ლედის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისისა და პირველი ლედის ივეტა ვეიონისის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა.საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი და ლატვიელი ხალხის მეგობრობას, და აღნიშნა, რომ ჩვენ ქვეყნებს საერთო ღირებულებები აერთიანებს და ერთად მივისწრაფვით ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეის განხორციელებისაკენ.„დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა - საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ.თქვენ ხართ პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩვენთან ერთად ზეიმობს ამ დიდ წარმატებას. ასეთი დამთხვევა სიმბოლური და კანონზომიერია.ჩვენს ხალხებს მეგობრობის დიდი ისტორია აკავშირებთ. მე არაერთხელ მიგრძვნია ლატვიელი ხალხის განსაკუთრებული სიყვარული საქართველოსადმი. დღეს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ყველა მიმართულებით წარმატებით ვითარდება.დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ამ კავშირებს კიდევ მეტად გააღრმავებს. საქართველოსა და ლატვიის ურთიერთობა შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის რეგიონების თანამშრომლობის განვითარების საფუძველია. ჩვენ ერთობლივად ვქმნით შესაძლებლობებს, რომლებიც სიკეთის მომტანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა სახელმწიფოებისათვისაც“,  - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურ სადღეგრძელოში.ლატვიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა დადებითად იმოქმედებს ლატვიას და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე.დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გააღრმავებს კავშირებს რიგით მოქალაქეებს შორის და კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროპასთან“, - განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა და საქართველო - ლატვიის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ