ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ფოტო-გამოფენა რიგის მერიაში „სიყვარულით - თბილისი-რიგა“

თბილისსა და რიგას შორის მეგობრობის თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის მიერ, 2017 წლის 4 აპრილს რიგის მერიის შენობაში, გაიხსნა ლატვიაში მცხოვრები ქართველი ფოტო-ხელოვანის ირაკლი აბესაძის ფოტოსურათების გამოფენა „სიყვარულით - თბილისი-რიგა“. გამოფენა გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს რიგის ვიცე-მერმა ანდრის ამერიკსმა, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და ფოტოსურათების ავტორმა ირაკლი აბესაძემ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 40 ფოტოსურათი თბილისისა და რიგის ხედებით და დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრეთა შორის. გამოფენის გახსნას დაესწრნენ ლატვიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია მეუღლესთან ერთად, საელჩოს წარმომადგენლები, ლატვიის კულტურის სფეროსა და რიგის მერიის წარმომადგენლები, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და ლატვიაში ქართული დიასპორა. გამოფენის მსვლელობისას, საელჩოს ორგანიზებით მოწვეულ სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და მინერალური წყალი. ფოტოსურათების გამოფენა რიგის მერიის ფოიეში დარჩება აპრილის ბოლომდე და ნებისმიერ მსურველს ექნება მისი ნახვის შესაძლებლობა. ფოტოგამოფენის გახსნა გადაღებულ და გაშუქებულ იქნა საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ, რომლებიც ამავე პერიოდში, ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ორგანიზაცია „Live Riga“-ს მიერ პრესს-ტურის ფარგლებში არიან მოწვეულნი ლატვიაში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ