ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული კუთხე ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

2017 წლის 4 აპრილს, ლატვიაში ქალაქ თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილის სამუშაო ვიზიტების ფარგლებში, ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართული მუდმივმოქმედი კუთხის, გამოფენის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ გახსნის და ქართული ლიტერატურის გადაცემის ცერემონია. ქართული კუთხე ოფიციალურად გახსნეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ანდრის ვილკსი, ქ. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი. ღონისძიების ფარგლებში, ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ასევე მოეწყო გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, რომელიც გარკვეული პერიოდი დარჩება ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ქართული კუთხის გახსნას დაესწრნენ ლატვიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია, საელჩოს წარმომადგენლები, ლატვიის კულტურის სფეროს, რიგის მერიისა და ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. გახსნის შემდეგ, საელჩოს ორგანიზებით მოწვეულ სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და მინერალური წყალი. ღონისძიება გადაღებულ და გაშუქებულ იქნა საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ, რომლებიც ამავე პერიოდში, ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ორგანიზაცია „Live Riga“-ს მიერ პრესს-ტურის ფარგლებში მოწვეულნი არიან ლატვიაში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ