ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რიგაში ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა

2017 წლის 4 აპრილს, თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ლატვიაში სამუშაო ვიზიტისა და თბილისსა და რიგას შორის მეგობრობის თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისისა და რიგის მერიების ერთობლივი ორგანიზებით, რიგის კონგრესის სახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „რუსთავი“-ს გალა კონცერტი, რომელმაც ჩაიარა სრული ანშლაგით. კონცერტის დასაწყისში დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ირაკლი ლექვინაძემ და რიგის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის დეპარტამენტის დირექტორმა ეიჟენ ალდერმანემ. აღსანიშნავია, რომ კონცერტზე დასწრება შესაძლებელი იყო მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით და 1200 კაციანი დარბაზი მთლიანად იყო შევსებული. კონცერტს დაესწრნენ ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ლატვიის მთავრობის, პარლამენტის, რიგის მერიის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები, ასევე ლატვიაში მცხოვრები ქართული დიასპორა და ქართველი სტუდენტები. ანსამბლ რუსთავის გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლების მხრიდან. კონცერტის შემდგომ, კონგრესის სახლში, რიგის მერიის ორგანიზებით გაიმართა საზეიმო მიღება, სადაც ლატვიაში საქართველოს საელჩომ წარმოადგინა ქართული ღვინო და მინერალური წყალი. ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი და საზეიმო მიღება გადაღებულ და გაშუქებულ იქნა საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ, რომლებიც ამავე პერიოდში, პრესს-ტურის ფარგლებში იმყოფებიან ლატვიაში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ