ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

თსუ-ს მედლით დაჯილდოებული ლატვიელ მეცნიერთა მილოცვის ცერემონია

2017 წლის 26 ივნისს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა მილოცვის ოფიციალური ცერემონია ლატვიის სამეცნიერო სფეროს მოღვაწეების, ლატვიის უნივერსიტეტის რექტორის ბატონი ინდრიკიმ მუიჟნიეკსის, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ბატონი ანდრეის კრასნიკოვის და ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის ქალბატონი ნინა ლინდეის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოების გამო. ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეიმურაზ ჯანჯალიამ, რომელმაც ლატვიელ მოღვაწეებს მიულოცა ასეთი მნიშვნელოვანი აკადემიური ჯილდოს მიღება, მადლობა გადაუხადა ლატვიის საგანმანათლებლო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საქართველოს თემატიკაზე მომუშავე მეცნიერების საქმიანობის ხელშეწყობისათვის. სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკო ჯავახიშვილმა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ვიზიტით ეწვია ლატვიის რესპუბლიკას და ჩამოიტანა უნივერსიტეტის ზემოხსენებული ჯილდოები. ნიკო ჯავახიშვილი გახლავთ ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, საქართველო-ლატვიის და საქართველო-ბალტიისპირეთის ქვეყნების ურთიერთობების ისტორიის თაობაზე სამეცნიერო ნაშრომების და წიგნების ავტორი. ღონისძიების მსვლელობისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული კერძები, ქართული ღვინო და მინერალური წყლები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ