ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რაიმონდს პაულს ღირსების ორდენი მიენიჭა

2017 წლის 27 ივნისს ლატვიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ გამართა შეხვედრა ცნობილ ლატვიელ კომპოზიტორთან და პიანისტთან ბატონ რაიმონდს პაულსთან და ლატვიის სახელმწიფო ორგანიზაცია „ლატვიას კონცერტი“-ს დირექტორთან ბატონ გუნტის კირსისთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რაიმონდს პაულსისთვის საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების მხარდაჭერისათვის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გადაცემა. შეხვედრისას, საქართველოს ელჩმა საზეიმო ვითარებაში გადასცა ლატვიელ მუსიკოს შესაბამისი განკარგულება. რაიმონდს პაულსმა გამოთქვა მზადყოფნა ბიგ ბენდთან ერთად ეწვიოს საქართველოს მ.წ. 12-17 სექტემბრის პერიოდში, რომლის დროსაც თბილისში გაიმართება მისთვის საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენის გადაცემის ცერემონია, ხოლო შემდგომ ბატონი პაულსი ეწვევა ქალაქ ბათუმს, სადაც ბათუმის განახლებულ საკონცერტო დარბაზში გამართავს კონცერტს. მაესტროს სურვილია კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღონ მისმა ქართველმა მეგობრებმა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ