ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ევროკომისართან ენერგეტიკის დარგში საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

​საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის" ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან/ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში მაროს შევჩოვიჩთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ისეთ სტრატეგიულ დარგში, როგორიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოება.მხარეები მიესალმნენ საქართველოს მიერთებას ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს ევროპის საერთო ენერგეტიკულ ბაზართან. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი, ასევე, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებას და ენერგოეფექტურობას.ევროკომისარმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზარდ სატრანზიტო პოტენციალს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციის კონტექსტში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ