ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კლასიკური მუსიკის მე-7 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი რიგაში

2017 წლის 22-28 აგვისტოს რიგაში, ჯაზეპა მედინას სახელობის პირველ სამუსიკო სკოლაში იმართება საქართველო-ლატვიის კლასიკური მუსიკის ერთობლივი მე-7 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი, რომელშიც საქართველოს ხელოვანთა კავშირის „ხელოვანები მომავლისათვის“ ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ნიჭიერთა ათწლედის და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სამუსიკო სკოლების მოსწავლეები (სულ 15 კონკურსანტი). აღნიშნულთან დაკავშირებით, 23 აგვისტოს ჯაზეპა მედინას სახელობის პირველ სამუსიკო სკოლაში გაიმართა ლატვიაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვედრა საქართველოს ხელოვანთა კავშირის „ხელოვანები მომავლისათვის“ თავმჯდომარესთან ქ-ნ ნინო კუპატაძესთან, აღნიშნული კავშირის პრეს-სამსახურის უფროსთან ქ-ნ თამარ გომართელთან, ქართველ და ლატვიელ მუსიკოსებთან და მოსწავლეებთან. შეხვედრისას ელჩი მიესალმა კონკურსის მონაწილეებს, მიულოცათ მათ კონკურსში მონაწილეობა და უსურვა გამარჯვება და წარმატებები. შეხვედრისას ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველო-ლატვიის კულტურული თანამშრომლობის არსებულ და სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ყველა, მათ შორის კულტურის სფეროში, მიმდინარეობს საკმაოდ დინამიურად და წარმატებულად. 26 აგვისტოს გაიმართება ფესტივალის დახურვა და დასკვნითი გალა-კონცერტი, რომელსაც ასევე დაესწრებიან ლატვიაში საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ