ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

ბოლო დღეების განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენის პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს როგორც ბიზნესის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, ისე მოქალაქეებმა. უკვე დაიწყო რამდენიმე სოციალური კამპანიაც.

ჩვენი თანამოქალაქეების ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად, რესურსების კონსოლიდაციის და კოორდინაციის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ორგანიზებას გაუკეთებს ერთიანი ელექტრონული პლატფორმის ფუნქციონირებას, სადაც აისახება ბორჯომის ტყის აღდგენის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა, ინიციატივა.ამასთან, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, გაიხსნა სპეციალური ანგარიშები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.ელექტრონული პორტალი შესაძლებლობას მოგვცემს აღნიშნულ ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვის პროცესი, ისევე როგორც გაწეული ხარჯები თვალსაჩინო, აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იყოს, რათა ყველა მოქალაქისთვის ცნობილი იყოს როგორ დაიხარჯება მის მიერ ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენისთვის ჩარიცხული თითოეული თეთრი. მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შემოწირულობების ჩარიცხვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.იხილეთ ანგარიშის ნომრები სახელმწიფო ხაზინაში:

ეროვნულ ვალუტაში თანხის ჩარიცხვისთვის (ლარი)● კერძო კომპანიებიდან და ფიზიკური პირებიდან:მიმდინარე ნებაყოფლობითი ტრანსფერები სახელმწიფო ბიუჯეტს (ლარი) მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი _ TRESGE22მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003271

● უცხო სახელმწიფოთა საელჩოები საქართველოში:მიმდინარე უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტები (ლარი)მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი _ TRESGE22მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003003

● საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობიდან საქართველოში:საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები (ლარი)მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი _ TRESGE22მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003001

უცხოურ ვალუტაში ჩარიცხვისთვის:აშშ დოლარიIntermediary: FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA (USD)SWIFT CODE: FRNYUS33ACC: 021087992 GEORGBeneficiary's bank: NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISISWIFT CODE: BNLNGE22Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA IBAN: GE65NB0331100001150207 ევროIntermediary: DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE (EUR)SWIFT CODE: MARKDEFFACC: 5040040060Beneficiary's bank: NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISISWIFT CODE: BNLNGE22Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIAIBAN: GE65NB0331100001150207

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ