ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული პროდუქცია ლატვიაში საერთაშორისო გამოფენაზე Riga Food 2017

2017 წლის 6 სექტემბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიხსნა საკვები მრეწველობის პროდუქციის, ბალტიისპირეთში ყველაზე მსხვილი ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „Riga Food 2017”, რომელიც 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოფენა ტრადიციულად გახსნა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა. 

წელს, გამოფენაში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 37 ქვეყნის 715 კომპანია. აღნიშნულ გამოფენაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 15 ქართული კომპანიის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი არის წარმოდგენილი: ნატურალური წვენების კომპანია - „ნექტარინი“, ქართული საწებლის კომპანია - შპს „ედენა“; ღვინის მწარმოებელი კომპანიები: კომპანია „გიუაანი“, კომპანია „Wine Products and Spirits“, “შალოშვილის ღვინის მარანი“, “ბადაგონი”, „კორპორაცია ქართული ღვინო“ (CGW), “KTW”, “Legends of Georgia”, “Chateau Nekresi”, “Georgian Wine House”; ქინძმარაულის ღვინის სარდაფი - შპს „ქინძმარაული;“ თაფლის მწარმოებელი კომპანიები: კოოპერატივი „სკა“ და კოოპერატივი „თაფლი საჩინო“; თხილის მწარმოებელი კომპანია: კოოპერატივი „სოფლის იმედი“. ქართული სტენდი გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითია. 

ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს სოფლის სამინისტროს დელეგაციაც, მინისტრის მრჩევლის ომარ კაჭარავას ხელმძღვანელობით, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. 

ლატვიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა ომარ კაჭარავამ ქართულ სტენდზე უმასპინძლეს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს რაიმონდს ვეიონისს და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს იანის დუკლავს, რომლებმაც დააგემოვნეს ქართული ღვინო, ჭაჭა და ტკბილეული და წარმატება უსურვეს ქართულ კომპანიებს ლატვიის ბაზარზე.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ