ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა „Riga Conference 2017“-ში

2017 წლის 29-30 სექტემბერს ქალაქ რიგაში გაიმართა ყოველწლიური მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი „რიგის კონფერენცია 2017“, რომლის მუშაობაშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ქალბატონმა თამარ ხულორდავამ (მომხსენებელი კონფერენციის ფარგლებში, „ჩეთემ ჰაუსის“ ფორმატში გამართულ დისკუსიაში - „EASTERN PARTNERSHIP STUCK ON THE ROAD?“), საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბატონმა თედო ჯაფარიძემ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბატონმა შოთა ღვინერიამ და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბატონმა თენგიზ ფხალაძემ. აღსანიშნავია, რომ წელს, რიგის კონფერენციაზე დასასწრებად, ლატვიას სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვია მაღალი დონის დელეგატები, მათ შორის იყვნენ ოფიციალური დელეგაციები აშშ-დან, კანადიდან, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. მთლიანობაში კონფერენციაში რეკორდული რაოდენობის, 750-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია გადაიცემოდა live stream-ის რეჟიმით. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომი იყო სოციალური ქსელების (ტვიტერი, ფეისბუკი) საშუალებით. კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი რაიმონდს ვეიონისი. რიგის კონფერენციის ფარგლებში, ჩეთემ ჰაუსის (Chatham House) ფორმატში გამართულ საღამოს დისკუსიაში - „EASTERN PARTNERSHIP STUCK ON THE ROAD?“ მთავარი მომხსენებლები იყვნენ მოლდოვას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური, ლატვიის პარლამენტის (საეიმა) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ოიარს ერიკს-კალნინში და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა. დისკუსიის მოდერატორი გახლდათ BBC ბერლინის კორესპონდენტი დამიენ მაკგუინესი. დისკუსიის მონაწილეებმა ევროინტეგრაციის პროცესში მოლდოვასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე იმსჯელეს და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს. კონფერენციის ფარგლებში, საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დელეგაციის წევრებმა გამართეს შემდეგი ორმხრივი შეხვედრები: ქ-ნმა თამარ ხულორდავამ გამართა შეხვედრები ლატვიის პარლამენტის (საეიმა) ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ლოლიტა ჩიგანესთან, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან ზანდა კალნინა-ლუკაშევიცასთან და ფინეთის მთავრობის სახელმწიფო მდივანთან სამული ვირტანენთან (ფინეთის მხარის ინიციატივით). ბ-ნმა თედო ჯაფარიძემ გამართა შეხვედრა ლატვიის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში ანდა ცატლაკასთან. ბ-ნმა შოთა ღვინერიამ გამართა შეხვედრები ლატვიის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან იანის კაჟოცინშსთან, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დირექტორატის გენერალურ დირექტორთან ინგრიდა ლევრენცესთან, ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, პოლიტიკურ დირექტორთან იანის კარლსბერგსთან და ლატვიის ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის (NATO STRATCOM) დირექტორთან იანის საარტსთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „რიგის კონფერენცია 2017“-ის პარტნიორი ტრადიციულად წელსაც გახლდათ ლატვიაში საქართველოს საელჩო, ხოლო წელს უკვე მესამედ რიგის კონფერენციის ერთ-ერთი სპონსორი იყო ქართული ღვინო, კერძოდ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია „ასკანელი ძმები“, რომლის ღვინოები და ბრენდი ექსკლუზიურად იყო წარმოდგენილი რიგის კონფერენციის ფარგლებში გამართულ სადილებსა და მიღებებზე.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ