ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართველ ფერმერთა ვიზიტი ლატვიაში და ერთობლივი პროექტის გახსნა

2017 წლის 2 ოქტომბერს, ოზოლნიეკში ლატვიის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრში გაიხსნა პროექტი ქართველი ფერმერებისათვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმაც. როგორც ცნობილია, პროექტის ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს საელჩოს. გასული თვეების განმავლობაში საელჩოს მიერ ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, პროექტის მონაწილე და დონორი ორგანიზაციის (საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და ევროკავშირის პროგრამა ENPARD), ასევე პროექტის განმხორციელებელ ორგანიზაციის - ლატვიის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენლების შემადგენლობით. შეთანხმების საფუძველზე პროექტის სამიზნე ჯგუფად განისაზღვრა საქართველოში რძის წარმოებით და მეფუტკრეობით დაკავებული ფერმერები (ჯამში 15 ფერმერი). პროექტი გახსნა ლატვიის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა მარტინს ციმერმანისმა, რომელიც მიესალმა ქართულ ინიციატივას და გამოთქვა მზადყოფნა ცენტრის სახელით ქართულ მხარესთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ. ცენტრი მზადაა ქართველი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის, სხვადასხვა სფეროს მიმართულებით სემინარებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების მოსაწყობად. შეხვედრისას, პროექტის მონაწილეებს და ორგანიზატორებს ასევე მიესალმა ლატვიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია. აღინიშნა, რომ საელჩო დაინტერესებული იყო პროგრამაში ასახულიყო სწორედ ის ხედვები, რომლებიც აქტუალურია საქართველოსთვის, რაც საბოლოოდ ასეც მოხდა (რძის წარმოება და მეფუტკრეობა). გარდა ამისა, საქართველოსთვის განსაკუთრებული იქნება იმ გამოცდილების გაზიარება, რაც ლატვიას გააჩნია კოოპერატივების განვითარების მიმართულებით. მისალმებების შემდეგ სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენელმა გამართა პრეზენტაცია ცენტრის საქმიანობის შესახებ, რასაც მოჰყვა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიწვეულნი იქნებიან საელჩოში, რათა ერთობლივად იქნას შეფასებული თავად პროექტი, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, სამომავლოდ პროექტების უკეთესად დაგეგმვის მიზნით.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ