ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო Doing Business 2018–ის რეიტინგის პირვეულ ათეულშია

მსოფლიო ბანკის  Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. 2018 წელს საქართველოს ქულა 2.12 პუნქტით გაუმჯობესდა (82.04 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. 

საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით. 

საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა და კვლავ აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლის რეიტინგში. 

წინა წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ტაივანი (ჩინეთი), ლატვია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოზე წინ ევროკავშირის მხოლოდ ერთი ქვეყანაა - დანია.        საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 5 ინდიკატორში. 

გაუმჯობესებული ინდიკატორებია: ბიზნესის დაწყება; ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება; მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა; კონტრაქტების აღსრულება; გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა.

2018 წლის ანგარიშით არცერთ ინდიკატორში ქულა არ გაუარესებულა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ