ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

თბილისობის დღესასწაული ლატვიაში

2017 წლის 26 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ლატვიაში აღინიშნა „თბილისობის დღესასწაული - თბილისის დღეები ლატვიაში“.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა შემდეგი ღონისძიებები: 26 ნოემბერს - ქ. ლიეპაიას განახლებულ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული ეთნო-ჯაზ ბენდის „ირიაო“-ს კონცერტი.

28 ნოემბერს ქალაქ რიგის ისტორიულ ცენტრში მდებარე ხელოვნების გალერეა „PUTTI“-ში გაიხსნა ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრების, მათ შორის მინანქრის სამკაულის, ბრინჯაოს და რკინის ბადისაგან შექმნილი უნიკალური ქანდაკებების გამოფენა, რომელიც გაგრძელდა 1 დეკემბრამდე.

28 ნოემბერს - ქ. რიგის განახლებულ VEF-ის კულტურის სასახლეში, რომელიც 18 ნოემბერს, ლატვიის დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ გაიხსნა, გაიმართა ქართული ეთნო-ჯაზ ბენდის „ირიაო“-ს კონცერტი, რომლის შემდეგაც გაიმართა მიღება მოწვეული სტუმრებისთვის ქართული ღვინის, ბრენდისა და მინერალური წყალი „ბორჯომის“ თანხლებით.

28 ნოემბერს „ირიაოს“ კონცერტის პარალელურად, რიგის VEF-ის კულტურის სასახლის ფოიეში გაიხსნა გამოფენები: „50 ქალი საქართველოდან“ და „თბილისის ხედები“. 1 დეკემბერს რიგის ცენტრში, ძველ რიგაში არსებულ ქართულ რესტორანში „ალავერდი“ გაიმართა ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი ქართული ღვინისა და მინერალური წყალის თანხლებით.

მასტერ-კლასის მსვლელობისას ანსამბლმა „ირიაომ“, მოწვეული სტუმრებისათვის შეასრულა ქართული სიმღერები. თბილისის დღეები ლატვიაში გაშუქებული იქნა ლატვიური ტელევიზიების LTV1-ის, LTV7-ის, LNT-ს და სახელმწიფო რადიოს 4 არხის მიერ. ხსენებული მედიების ჟურნალისტებმა ჩაიწერეს ბენდი „ირიაო“-ს ინტერვიუები, ხოლო LNT-ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ. ხელოვნების და კულინარიის სფეროში მოღვაწე ლატვიაში ცნობილმა ბლოგერებმა სტატიები მიუძღვნეს თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გამართულ გამოფენებს და კონცერტებს. ღონისძიებების სპონსორები და მხარდამჭერები ასევე გახლდნენ ლატვიის კულტურის სამინისტრო, რიგის VEF-ის კულტურის სასახლე, ლატვიური ორგანიზაცია „მსოფლიო კულტურის საზოგადოება“, მინერალური წყლის კომპანია „ბორჯომი“ (თბილისობის ფარგლებში ქართული სამზარეულოს მასტერკლასის გენერალური სპონსორი), ავიაკომპანია „ეარბალტიკი“, ლატვიური გადამზიდავი კომპანია „KIF“-ი, ქართული ღვინის კომპანია „ასკანელი ძმები“, რიგაში მდებარე ქართული რესტორანი „ალავერდი“, ხელოვნების გალერეა „Putti“ და ღია საზოგადოება „Open Liepaja“.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ