ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გალერეაში

28 ნოემბერს ქალაქ რიგის ისტორიულ ცენტრში მდებარე ხელოვნების გალერეა „PUTTI“-ში გაიხსნა ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრების, მათ შორის მინანქრის სამკაულის, ბრინჯაოს და რკინის ბადისაგან შექმნილი უნიკალური ქანდაკებების გამოფენა, რომელიც გაგრძელდა 1 დეკემბრამდე. გამოფენა გახსნა ლატვიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ქართველი ოსტატები და გააცნო ქართული მინანქრის ისტორია. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი ოსტატების - თამარ ჯაფარიძის, სოფიო ეცადაშვილის, ელენე ოსტროჟნაიას, მაია ჯიქიას, ლიკა ჩიქავას, ლილე ფილფანის, მაკა გურაშვილის, ქეთი მელქაძის და ჯაბა ლეპერტის ნამუშევრები. გამოფენის თანაორგანიზატორი გახლდათ თბილისში მოქმედი არტ სალონი „მოკი“, ქეთევან გუჯაბიძის ხელმძღვანელობით. ქართველმა დიზაინერმა ლიზი ჩქარეულმა იზრუნა ლატვიაში საქართველოს ელჩის მეუღლის ლიკა ნიჟარაძის და არტ სალონი „მოკი“-ს დირექტორის ქეთევან გუჯაბიძის ჩაცმულობაზე. გამოფენის საპატიო სტუმარი გახლდათ ლატვიის პირველი ლედი ქალბატონი ივეტა ვეიონე. გამოფენას ასევე დაესწრნენ ლატვიის კულტურის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, მას-მედია, ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები და ლატვიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები. გამოფენის პარალელურად, სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე მიმდინარეობდა საქართველოს ხედების ვიდეო ჩვენება. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და მინერალური წყალი, ტრადიციული ქართული ტკბილეული, ასევე მოესმინათ ეთნო-ჯაზ ბენდის „ირიაო“-ს კომპოზიციები ცოცხალი შესრულებით.

გამოფენის გახსნამდე ლატვიის სახელმწიფო ტელევიზია „LTV“-მ და ლატვიის სახელმწიფო რადიომ „რადიო 4“ ჩაწერეს ინტერვიუები ქართველ ოსტატებთან.

https://www.youtube.com/watch?v=nrgVCASXlXk&sns=fb

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ