ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი ქალაქ რიგაში

2017 წლის 1 დეკემბერს, “თბილისობის” დღესასწაულის ფარგლებში, ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და კომპანია „ბორჯომი“-ს გენერალური სპონსორობით, ძველ რიგაში მდებარე ქართულ რესტორანში “ალავერდი” გაიმართა ქართული სამზარეულოს მასტერ კლასი. ქართველმა პროფესიონალმა მზარეულმა, წარმოადგინა ქართული ტრადიციული კერძების (ხინკალი, ხაჭაპური) მასტერ კლასი. მოწვეულ სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა თავად მოემზადებინათ ხინკალი და ხაჭაპური.

სტუმრებმა დააგემოვნეს მრავალფეროვანი ქართული კერძები, მათ შორის ტრადიციული ქართული ტკბილეული ჩურჩხელის და გოზინაყის სახით, ქართული ღვინის კომპანიების, „ბესინი“-ს, “CGW”-ის მიერ წარმოებული ღვინო და კომპანია „ასკანელი ძმების“ ჭაჭა. ღონისძიების მსვლელობისას ქართულმა ეთნო ჯაზ-ბენდმა „ირიაო“-მ შეასრულა ქალაქური ნაწარმოებები, ხოლო სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე მიმდინარეობდა თბილისის ხედების ფოტო-ჩვენება.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ