ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძის შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში მაია მანიკასთან

2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბატონი თენგიზ ფხალაძე, ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო ურთიერთობების საკითხებში ქალბატონ მაია მანიკას.შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები და ნატო-ს მომავალი სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები. თენგიზ ფხალაძემ, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგას საერთაშორისო ფორმატებში ლატვიის მიერ საქართველოს პოზიციების დაცვისა და მხარდაჭერისათვის.შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა ევროკავშირის კონკრეტულ პროექტებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, მათ შორის, სამი ზღვის თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს მონაწილეობა, რეგიონის უსაფრთხოებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხები.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ