ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რიგა - დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე

2017 წლის 7 დეკემბერს ლატვიაში საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საელჩოების ორგანიზებით და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის (LIIA) მხარდაჭერით, რიგაში ევროკომისიის წარმომადგენლობის შენობაში (EU House) გაიმართა დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტის შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების თაობაზე: “Eastern Partnership – Challenges and Future Prospects of Development in the Turbulent Environment”.

დისკუსიაზე ქართული მხრიდან ერთ-ერთი მომხსენებელი გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბ-ნი თენგიზ ფხალაძე, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება ლატვიაში. დისკუსიაზე ასევე მომხსენებლები გახლდნენ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების დირექტორატის გენერალური დირექტორი, ელჩი ბატონი ილგვარს კლავა, მოლდოვას ელჩი ლატვიაში ბატონი ეუგენი რევენკო და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირისა და ნატო-ს დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი ანდრიი ნადჟოსი.

დისკუსიის მოდერატორი გახლდათ ლატვიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის (LIIA) მკვლევარი ქ-ნი ელიზაბეტე ვიზგუნოვა. დისკუსია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ლატვიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ინნა შტეინბუკამ.

თენგიზ ფხალაძემ თავის გამოსვლაში თავისუფალი და უსაფრთხო ევროპის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობის გარეშე რთული იქნება. მისი განმარტებით, საქართველოს განვითარების გზა, ევროპული გზაა და საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ეს არჩევანი ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია. პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო თანამშრომლობაში საქართველოს როლის, მათ შორის ეკონიმიკური თანამშრომლობის პერსპექტივების, თავისუფალი ვაჭრობის, საქართველოს, როგოც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ხიდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების საუკეთესო მაგალითია და მასთან მიმართებაში უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული პრინციპი "მეტი-მეტისათვის". მომხსენებლების გამოსვლების შემდგომ, დისკუსია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

შეკითხვები დასვეს ასევე ქართველმა სტუდენტებმაც. დისკუსიას დაესწრნენ ლატვიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციები, Think Tank ცენტრებისა და მედიის წარმომადგენლები, ექსპერტები. დისკუსიის დასრულების შემდგომ ევროკომისიის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ მცირე მიღებაზე, მოწვეულ სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული, უკრაინული და მოლდოვური ღვინოები.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ