ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მაესტრო პაულს საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენი გადაეცა

2017 წლის 7 დეკემბერს ქ. რიგის Spikeri House-ში, ლატვიის სახელმწიფო ორგანიზაცია “ლატვიის კონცერტის” დირექტორის გუნტარს კირსისის ორგანიზებით, გაიმართა მაესტრო რაიმონდს პაულსისთვის საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენის გადაცემის ოფიციალური ცერემონია.

მაესტროს ღირსების ორდენი გადასცა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ, რომელიც იმყოფება ლატვიაში სამუშაო ვიზიტით. ცერემონიაზე დამსწრე აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა ლატვიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია, რომელმაც ხაზი გაუსვა მაესტროს შემოქმედებას და ისაუბრა საქართველო-ლატვიის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.

Spikeri House-ის მცირე საკონცერტო დარბაზში მაესტრო რაიმონდს პაულსმა შეასრულა რამდენიმე ნაწარმოები, მათ შორის გია ყანჩელის კომპოზიციები, რომლის შემდეგაც, თენგიზ ფხალაძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა მაესტროს საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენი. ცერემონიას დაესწრო ლატვიაში საქართველოს ელჩი მეუღლესთან ერთად და საელჩოს თანამშრომლები.

მოწვეულ სტუმრებს შორის გახლდნენ ლატვიის კულტურის სფეროსა და მას მედიის წარმომადგენლები, მათ შორის ლატვიის სახელმწიფო ტელევიზია, ლატვიის ყველაზე დიდი ინტერნეტ პორტალების „Delfi.lv“ და „Lsm.lv“ კორესპონდენტები. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ “ლატვიის კონცერტის” მიერ ორგანიზებულ მიღებაზე, მოწვეულ სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ლატვიის მედიაში.

http://www.delfi.lv/kultura/news/music/foto-maestro-raimondu-paulu-apbalvo-ar-gruzijas-goda-ordeni.d?id=49525495

http://www.lsm.lv/raksts/kultura/kulturtelpa/maestro-raimondam-paulam-pasniegts-gruzijas-goda-ordenis.a260145/

http://jauns.lv/raksts/izklaide/262900-ojaram-raimondam-paulam-pasniegts-gruzijas-goda-ordenis

http://www.la.lv/raimonds-pauls-sanemis-gruzijas-goda-ordeni/

http://www.tvnet.lv/izklaide/kulturas_un_izklaides_notikumi/749212-raimonds_pauls_sanemis_gruzijas_goda_ordeni

http://nra.lv/kultura/230966-raimondam-paulam-pasniegts-gruzijas-goda-ordenis.htm

https://www.diena.lv/raksts/kd/muzika/raimonds-pauls-sanemis-gruzijas-goda-ordeni-14186494

http://rus.tvnet.lv/novosti/obschjestvo/378017-raymond_pauls_nagrazhden_gruzinskim_ordenom_chesti

http://rus.delfi.lv/news/daily/latvia/foto-rajmond-pauls-nagrazhden-gruzinskim-ordenom-chesti.d?id=49525721

http://replay.lsm.lv/lv/ieraksts/ltv/112677/paulam-pasniedz-gruzijas-goda-ordeni/

http://replay.lsm.lv/ru/statja/ltv/112707/maestro-paulam-pasniedz-gruzijas-goda-ordeni/

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

Lietotāja Georgia in Latvia attēls.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ