ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოსა და ლატვიის მეგობრობის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის სახელით რიგაში გაიმართა ანსამბლ „სულიკო“-ს კონცერტი

საქართველოსა და ლატვიის მეგობრობის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის სახელით და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რიგაში, მცირე გილდიის საკონცერტო დარბაზში გაიმართა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული ანსამბლი „სულიკო“-ს კონცერტი, რომელიც საჩუქრად მიეძღვნა ლატვიის რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს. კონცერტის წინ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოსა და ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარეებმა. ღონისძიებისას ანსამბლ „სულიკო“-ს მიერ შესრულებულ იქნა ქართული საოპერო, ხალხური და ქალაქური სიმღერები. საკონცერტო დარბაზში საელჩოს მიერ ასევე მოეწყო ფოტო გამოფენა: „50 ქალი საქართველოდან“. კონცერტის შემდეგ, საელჩოს ორგანიზებით, მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა მიღება ქართული ღვინისა და მინერალური წყლის თანხლებით. მიღებაზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ქართული სამზარეულო.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ