ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი ირაკლი კობახიძის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბატონ რაიმონდს ვეიონისთან

შეხვედრისას საუბარი საქართველოსა და ლატვიის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობასა და ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას შეეხო.  მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ მიღწეული წარმატებები განიხილეს. რაიმონდ ვეიონისის განცხადებით, ლატვია ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია.  შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. პრეზიდენტმა ვეიონისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ