Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის კეთილდღეობის მინისტრთან, ულდის აუგულისთან (Uldis Augulis).

29 თებერვალს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის კეთილდღეობის მინისტრთან, ულდის აუგულისთან (Uldis Augulis).

ლატვიის კეთილდღეობის სამინისტრო არის წამყვანი სახელმწიფო ინსტიტუტი შრომის, სოციალური დაცვის, ბავშვთა და ოჯახის უფლებების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროებში.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე დაგროვილი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.

ლატვიის მხარემ ხაზი დადებითად შეაფასა გენდერული თანასწორობის, ბავშვთა და ოჯახის უფლებების დაცვის მიმართულებით, ბოლო წლებში საქართველოს  მიერ გადადგმული ნაბიჯები.

საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ლატვიის მთავრობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.