Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

🔹 2024 წლის 10 ივნისს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ლატვიის დედაქალაქის - რიგის ისტორიულ შენობა ,,House of the Blackheads’’-ში გაიმართა. რიგის მერიის მოედანზე მდებარე, რიგის სიმბოლოდ ქცეული შენობის ფასადს ამშვენებდა ქართული დროშა.

🔹ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე/პოლიტიკური დირექტორი, ანდჯეს ვილუმსონსი, საგარეო უწყების, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ლატვიელი პარლამენტარები,  საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, აივა ვიქსნა და მეგობრობის ჯგუფის წევრები, ქ. იურმალის მერი, რიტა სტროგე, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და ბიზნეს წრეების, ქ. რიგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

🔹დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლატვიაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა.

🔹სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ლიმონათი, მინერალური წყალი ,,ბორჯომი’’, ,,კობი’’ და ქართული კერძები.

#26May #IndependenceDayofGeorgia #26მაისი #ესდღეჩვენია #GeorgiaLatvia