Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ელჩი, ირაკლი ყურაშვილი დაესწრო ლატვიის რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩსის ინაუგურაციის ცერემონიას.

2023 წლის 8 ივლისს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი დაესწრო ლატვიის რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩსის ინაუგურაციის ცერემონიას. ლატვიის პარლამენტში, ლატვიის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო ლატვიის კონსტიტუციაზე და მიმართა სიტყვით დამსწრე საზოგადოებას. ხოლო შემდგომ პრეზიდენტის სასახლეში (Castle of Riga) გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ ლატვიის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.